მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონური დღეები 2025 - საქართველო პოლონეთის ეკონომიკური კავშირები;

საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია. გასულ წელს ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 382.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში კი სავაჭრო ბრუნვამ 224.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 5.2%-იანი კლებაა. საქართველოს პოლონეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რამდენადაც იმპორტი ბევრად აჭარბებს ექსპორტს. საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში 10 ან მეტი ადამიანის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილები ლიდერობს. საქსტატს პოლონეთიდან პირველი FDI, რომლის მოცულობაც 6 მლნ დოლარამდე იყო, 2000 წელს აქვს აღრიცხული. ყველაზე დიდი მოცულობის, 11.8 მლნ დოლარის ინვესტიცია 2022 წელს დაფიქსირდა, რასთან ახლოსაც იყო ასევე მაჩვენებელი 2024 წელს და 11.7 მლნ დოლარს შეადგენდა. 2025 წლის ორი კვარტალის ჯამური მონაცემებით, 7.1 მილიონი დოლარის პოლონური ინვესტიცია შემოვიდა, რაც მცირედით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 7.8 მილიონ დოლარს. ტურიზმის სტატისტიკაში, პოლონეთი TOP 15 ქვეყანას შორისაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის სამ ქალაქში: ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი - საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ვიზირების რაოდენობამ - 64 210 შეადგინა, რაც წლის ჭრილში 21%-იანი მატებაა. ფულად გზავნილებს რაც შეეხება 2024 წელს საქართველომ პოლონეთიდან 33.8 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი 25.5 მლნ დოლარი გადმოირიცხა (2024 წლის 9 თვეში $25.6 მილიონი). აქედან მხოლოდ სექტემბერში 3 მლნ დოლარია შემოსული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1.4%-ით აღემატება.

სტუმარი: გვანცა გრიგალაშვილი - პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები