მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოლონური კომპანიები ქართული ბაზრით უფრო მეტად ინტერესდებიან" - გვანცა გრიგალაშვილი

სს

პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, გვანცა გრიგალაშვილის განცხადებით, „პოლონური კომპანიები ქართული ბაზრით უფრო მეტად ინტერესდებიან“.

როგორც მან „ საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობა და თავის მხრივ ქართველ მომხმარებელსაც პოლონური პროდუქციის მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს.

გვანცა გრიგალაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პოლონური კომპანიები მომხმარებლებს ევროსტანდარტების, პრემიუმ ხარისხის პროდუქციას კონკურენტულ ფასში სთავაზობენ, მოთხოვნაც დიდია.

გვანცა გრიგალაშვილმა პოლონეთიდან შემოტანილი ის პროდუქტები დაასახელა, რომელიც ქართველ მომხმარებელს უფრო მეტად აინტერესებს. ესენია: საკვები პროდუქტები; სამშენებლო პროდუქტები; საბავშვო პროდუქცია; თავის მოვლის საშუალებები; კოსმეტიკური საშუალებები; საოჯახო ქიმია და ჰიგიენის პროდუქცია; ავეჯი; სხვადასხვა აქსესუარები; ძრავის ზეთები.

რაც შეეხება, საქართველო-პოლონეთს შორის ეკონომიკურ ნიშნულებს, მისი თქმით, გაზრდილია სავაჭრო ობიექტების რაოდენობა, რაც გვანცა გრიგალაშვილის თქმით, გარკვეულწილად გამოიწვია იმპორტირებული საქონლის ზრდამ.

"ასევე ქართული კომპანიების მიერ დაინტერესებამ, რომ პოლონეთიდან შემოიტანონ რაც შეიძლება საინტერესო და მეტი პროდუქცია მრავალფეროვანი ასორტიმენტით და სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებითაც განვითარდა და უფრო მეტი მიმართულება დაემატა“, - განაცხადა მან.

გვანცა გრიგალაშვილმა ასევე განმარტა მათი ფუნქცია, როგორც პოლონეთის ეკონომიკის და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებული ქვეუწყების.

„ჩევნი ფუნქციაა, მოვახდინოთ პოლონეთისა და საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად მაღალ დონეზე აყვანა. ჩვენ ამას რამდენიმე მეთოდით ვაკეთებთ, ერთი რომ ჩვენ სავაჭრო მისიით ჩამოგვყავს პოლონური კომპანიები საქართველოში მიმდინარე გამოფენებზე. ასევე ქართული კომპანიები მიგვყავს პოლონეთში სამშენებლო გამოფენაზე და ორგანიზატორებთან გვაქვს ინტენსიური კავშირი და მათ ვთავაზობთ ქართულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან პოლონეთთან თანამშრომლობით", - განაცხადა მან.

თბილისში პოლონური დღეები გრძელდება - როგორია საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური კავშირები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები