მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Polymarket-ის და Kalshi-ის შეფასება $20-20 მილიარდს უახლოვდება

klashi

პროგნოზირების ბაზრების ლიდერები, Polymarket და Klashi უახლოეს მომავალში $20-20-მილიარდიან შეფასება უმიზნებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო საინვესტიციო რაუნდზე ორივე პლატფორმა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის მიღწევას შეეცდება.

ამასთან, ვრცელდება ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ორივე 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში საფონდო ბირჟაზე გავიდეს.

აღსანიშნავია, რომ პროგნოზირების პლატფორმების პოპულარობა ამჟამად პიკს აღწევს, რადგან გლობალური გეოპოლიტიკური მოვლენების, მათ შორის აშშ-ირანის კონფლიქტისა და საარჩევნო ციკლების ფონზე, ინვესტორები ხედავენ, რომ პროგნოზირების ბაზრები ხშირად უფრო ზუსტ ინდიკატორებს იძლევიან, ვიდრე ტრადიციული საზოგადოებრივი გამოკითხვები.

პროგნოზირების პლატფორმები მომხმარებლებს ნებისმიერ საკითხზე ერთმანეთში ფსონის დადების საშუალებას აძლევენ. პოლიტიკური მოვლენებით დაწყებული, ომის მიმდინარეობით დამთავრებული - Polymarket-ზე ფაქტობრივად ნებისმიერი ტიპის ფსონის დადება შეიძლება, რაც, ფაქტობრივად, გემბლინგს წარმოადგენს, თუმცა სამართლებრივად დერივატივურ პროგნოზირებას წარმოადგენს, ამიტომაც ის ლიგეალურია.

ამჟამად აშშ-ში ამ ტიპის პლატფორმებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ პროგნოზირების ბაზრებმა პოპულარობით ონლაინ კაზინოებს გადაუსწრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები