ავტორი: სალომე ზაალიშვილი
პომპეიში, 79 წელს ვულკან ვეზუვიუსის შედეგად განადგურებულ ქალაქში, გათხრებზე კონსერვაციული სამუშაოებისას 2000 წლის ეგვიპტური ჭურჭელი აღმოაჩინეს. აღმოჩენა იმდროინდელ რომაულ კულტურაზე ეგვიპტის გავლენას ცხადყოფს და იძლევა საშუალებას ამ პერიოდის ბერძენთა ყოველდღიური ცხოვრება უკეთ წარმოვიდგინოთ.

პომპეიში აღმოჩენილი სიტულა
კერამიკული ჭურჭელი - სიტულა, რომლის ბრინჯაოში ჩამოსხმული ვარიაცია კავკასიური კულტურისთვისაც არის დამახასიათებელი, პომპეის საშუალო ფენით და მუშათა კლასის წარმომადგენლებით დასახლებულ უბანში არსებულ ერთ-ერთ თერმოპოლიუმში აღმოაჩინეს.
თერმოპოლიუმები ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი სწრაფი კვების ობიექტები იყო, მხოლოდ პომპეიში 80 თერმოპილიუმია აღმოჩენილი.
ალექსანდრიაში წარმოებული ეგვიპტურ სიტულაზე ეგვიპტური სტილით შესრულებული ნადირობის სცენებია ასახული და მსგავსი ქოთნები ძირითადად ფუფუნების საგნებად ითვლებოდა, მიუთითებს თუ არა მისი აღმოჩენა უბრალო სამზარეულოში თერმოპოლიუმში მფლობელების ეგვიპტურ წარმომავლობაზე და რა დანიშნულებას ასრულებდა ის, ჯერ უცნობია, თუმცა მისი აღმოჩენა ხაზს უსვამს ეგვიპტური კულტურის და რელიგიური ფორმების ინტეგრაციაზე გრეკო-რომაული საზოგადოების ყველა ფენაში.




























