მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pontus Rotana Resort & Spa - შეხვედრა, რომელიც ბათუმის საინვესტიციო კლიმატს მნიშვნელოვნად შეცვლის

rotana
07.10.24 11:00
319

ბათუმის საინვესტიციო კლიმატი სწრაფი ტემპით ვითარდება, რასაც ხელს საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მზარდი დაინტერესებაც უწყობს. სწორედ ამიტომ, 6 სექტემბერს, გუნდმა, რომელიც გონიოში 5-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის სასტუმროს - Pontus Rotana Resort & Spa - ხსნის, ინვესტორებისთვის ოფიციალური მიღება გამართა, რომელიც საქართველოს ამ ზღვისპირა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

კონფერენცია Rotana-სთვის მნიშვნელოვან დღეს დაემთხვა - ზუსტად ერთი წლით ადრე, 2023 წლის 6 სექტემბერს, გონიომ Pontus Rotana Resort & Spa-ს მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალს უმასპინძლა, რომელსაც Rotana-ს ხელმძღვანელობა, საქართველოში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩი, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი, პროექტი საერთაშორისო ინვესტორების მასპინძლობისთვის უკვე მზადაა.

შეხვედრის მიზანი არა მხოლოდ ინვესტორებისთვის მშენებლობის დეტალების გაცნობა, არამედ, მონაწილეებს შორის კავშირების გაძლიერებაც იყო, რაც, თავის მხრივ, საფუძველს გრძელვადიან პარტნიორობას ჩაუყრის.

მკაფიო მესიჯი ინვესტორთა საერთაშორისო საზოგადოებას

სამდღიან ღონისძიებას ინვესტორები იორდანიიდან, პოლონეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რუმინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან სტუმრობდნენ - მისასალმებელმა ვახშამმა ინვესტორებს საშუალება მისცათ, განეხილათ და შეეფასებინათ აჭარის რეგიონის საინვესტიციო პერსპექტივები.

შეხვედრის მეორე დღე Pontus Rotana Resort & Spa-ს პრეზენტაციას დაეთმო - ინვესტორები პროექტთან დაკავშირებულ სიახლეებს, მის უპირატესობებს, დასრულების ვადებსა და მშენებლობის დეტალებს გაეცნენ. სამშენებლო ობიექტის დათვალიერების შემდეგ თითოეული მათგანი დარწმუნდა, რომ პრემიუმ კლასის სასტუმროს მშენებლობის პროცესი სრულ თანხვედრაშია 5-ვარსკვლავიან სტანდარტებთან. საკუთარ გამოცდილებაზე ჩვენთან რუმინელი ინვესტორი საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამშენებლო ობიექტის მონახულება საქართველოში ვიზიტის გამორჩეული ეპიზოდია.

“მქონდა პატივი, ბათუმში Rotana-ს 5-ვარსკვლავიანი პროექტის საინვესტიციო შეხვედრას დავსწრებოდი და, უნდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა.

ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო ობიექტზე ვიზიტი აღმოჩნდა, სადაც მშენებლობის პროგრესს გავეცანით. გუნდი საოცრად ინფორმირებული დაგვხვდა, რამაც უზრუნველყო, რომ დეველოპმენტის პროცესის თითოეული ეტაპი ჩვენთვის გასაგები ენით ახსნილიყო. ცალსახაა, რომ ამ გუნდისთვის ინვესტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს და თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პატივისცემით გვეპყრობოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილ პარტნიორებს. პროექტს უდიდეს რეკომენდაციას გავუწევდი, როგორც არა მხოლოდ საინვესტიციო შესაძლებლობას, არამედ გამოცდილებას, რომელიც მე, როგორც ინვესტორმა, მივიღე”, - განაცხადა რუმინული საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელმა.

შეხვედრას კულტურული დატვირთვაც ჰქონდა და სტუმრებს აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის გაცნობის საშუალებაც მიეცათ. ისინი ღონისძიების ფარგლებში, გონიოს ციხეს ეწვივნენ და ქვეყნის ისტორიაც მოისმინეს, შემდეგ ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქვეყანაში მეღვინეობის უძველეს ტრადიციასაც ეზიარნენ. საქართველოსადმი ინვესტორების კეთილგანწყობას ქართულმა ტრადიციულმა სუფრამაც შეუწყო ხელი, რომელიც შეხვედრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.

ქვეყნის მდიდარმა კულტურამ რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სტუმრებზე, ამას პოლონელი ინვესტორის შეფასებაც ადასტურებს. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება ინვესტორებს უკან დაბრუნების შესაძლებლობებზე აფიქრებს.

“თითოეული დღე ახალი თავგადასავლით იწყებოდა და მთავრდებოდა. მუდმივად ვიცნობდით ახალ ადამიანებს, რომლებიც ამ ახალი პროექტის და ატრაქციის ნაწილი იყვნენ. უნდა ვთქვათ, რომ თქვენს ქვეყანაში ვიზიტი ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, არ ვიცნობდით მას, კულტურას ან ხალხს. თუმცა ადამიანები, რომლებიც გავიცანით, გამორჩეული სითბოთი და მზრუნველობით დაგვხვდნენ. ყველაფერი, რაც თქვენგან მივიღეთ ჩვენთვის მოტივაციაა, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ და გავაგრძელოთ კომუნიკაცია მათთან, ვინც ამ ვიზიტზე გავიცანით”, - ამბობს პოლონელი ინვესტორი.

ინვესტორებთან თანამშრომლობის ახალი მიდგომები

ღონისძიების ჩატარების იდეა Pontus-ის დამფუძნებელს, ირაკლი ვარშალომიძეს ეკუთვნის. როგორც იგი აღნიშნავს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ბაზარზე ანალოგი არ აქვს, რის გამოც ის განსაკუთრებულად საინტერესოა ინვესტორებისთვის.

„Pontus Rotana Resort & Spa არის პროექტი, რომელშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ. ჩვენ გთავაზობთ არამხოლოდ კვადრატულ მეტრს, არამედ საიმედო და ყურადღებით გააზრებულ ინვესტიციას, რომელსაც ანალოგი არ აქვს ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებმა გაიზიარონ ჩვენი ღირებულებები, გაიგონ პროექტის ყველა უპირატესობა და დარწმუნებულნი იყვნენ მის წარმატებაში. ჩვენ არ ვართ მხოლოდ დეველოპერული კომპანია, რომელიც მიატოვებს პროექტს ობიექტის ჩაბარებისას. ჩვენ თვითონ ვართ ამ საინვესტიციო საზოგადოების ნაწილი და ინვესტორების გვერდით ვართ ყველა ეტაპზე - მშენებლობიდან განხორციელებამდე და მოგების მიღებამდე”, - აღნიშნავს ირაკლი ვარშალომიძე.

შეხვედრაზე ინვესტორებს ასევე წარედგინათ ლოიალურობის პროგრამა და ბენეფიტების ექსკლუზიური პაკეტი, რამაც განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა.

“როდესაც უკან ვბრუნდებოდი, თვითმფრინავში ვიხსენებდი განვლილ დღეებს და ვფიქრობდი, რომ Pontus-ის დიდი ოჯახის ნაწილი ვიყავი. სტუმარმასპინძლობა არა მხოლოდ ამაღელვებელი, არამედ ძალიან მაღალ სტანდარტებზე იყო მორგებული და გამოჩნდა, რომ Pontus-ი ორგანიზაციაა, რომელიც ინვესტორებთან სრულიად ღია და გამჭვირვალეა, თითოეულ ჩვენგანს თავი სახლში გვაგრძნობინეს”, - აღნიშნავს ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელიც.

ინვესტორთა ამ შეხვედრამ აჭარა ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადაიყვანა - საზოგადოების დაბადება, რომელიც არა მხოლოდ აძლიერებს ნდობას პროექტის მიმართ, არამედ ხსნის ახალ შესაძლებლობებს ბათუმის, როგორც პერსპექტიული საინვესტიციო ცენტრის, განვითარებისთვის.

ღონისძიების წვლილი ბათუმის საინვესტიციო ბაზრის განვითარებაში

ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორცილება, როგორც წესი, დისტანციურად ხდება. ბევრი ინვესტორი ქალაქში ჩამოდის მხოლოდ გარიგების ბოლო ეტაპზე, ზოგიც კი უძრავ ქონებას ყიდულობს ისე, რომ მას თვალითაც ვერ ნახულობს.

პასიურ შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის არა მხოლოდ პროექტია მნიშვნელოვანი, არამედ ბაზრის პირობებიც, რათა ისინი თავიანთ ამონაგებში დარწმუნებულები იყვნემ. როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა: "მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ბათუმი არ არის მხოლოდ კურორტი, არამედ ცენტრი, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ასეთ პროექტში ინვესტიცია გრძელვადიანი სტრატეგიაა.”

ღონისძიებამ ნათლად აჩვენა, რომ ბათუმი მზადაა მაღალშემოსავლიანი საერთაშორისო პროექტებისთვის, რომლებიც რეგიონში საინვესტიციო ბაზრის საერთო დონესაც გაზრდიან.

“პრეზენტაცია ინფორმაციული იყო და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარსა და რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობებზე სრულყოფილ ცოდნასაც იძლეოდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღონისძიების სპიკერთა ცოდნა და ენთუზიაზმი. თითოეულმა მათგანმა ძალიან მკაფიო ხედვა, მონაცემები წარმოადგინა და რეგიონის ზრდის პოტენციალის ყოვლისმომცველი პროგნოზიც გაგვიზიარეს. Pontus Development-ის ინოვაციური პროექტი განსაკუთრებით შთამბეჭდავია”, - განაცხადა შეხვედრაზე პაკისტანის წარმომადგენელმა.

უნიკალური შესაძლებლობები და პერსპექტივები

Pontus Rotana Resort & Spa - Rotana-ს ქსელის პირველი პროექტია საქართველოში და მის უნიკალურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • სასტუმროს მთლიანად მართავს Rotana-ს ქსელი, ფრანშიზის ან ლიცენზიის გამოყენების გარეშე;
  • ინვესტორები მიიღებენ შემოსავალს მათი ინვესტიციის პროპორციულად, ოთახების გაქირავებიდან, რაც გამორიცხავს კონკრეტული ოთახის არჩევის საჭიროებას;
  • ეს არის წმინდა პასიური შემოსავალი და ინვესტორებს არ აქვთ არანაირი დამატებითი ხარჯი, როგორც ქონების შეძენისას, ასევე მისი ფლობის დროს;
  • პროექტის მიზანშეწონილობა დადასტურებულია უძრავი ქონების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, Cushman & Wakefield-ის დამოუკიდებელი კვლევის შედეგად.

Pontus Rotana Resort & Spa-ს ღონისძიება პირველი იყო შეხვედრების სერიიდან, რომელთა ორგანიზებითაც კომპანია ბათუმში უძრავი ქონების ბაზრის სრულიად ახალ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიებები საშუალებას იძლევა, საქართველოს დეველოპერულმა სექტორმა ძლიერი კავშირები დაამყაროს საერთაშორისო ინვესტორებთან და გლობალურ ბაზარზე დამსახურებული ნდობაც მოიპოვოს. პონტუსი კი გვპირდება, რომ ინვესტორებთან ოფიციალური შეხვედრები არა მხოლოდ მუდმივ სახეს მიიღებს, არამედ მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.


Pontus.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები