მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოპულარული ვიდეო თამაში Roblox მალე PlayStation 4-სა და 5-ზე იქნება ხელმისაწვდომი

Roblox

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ვიდეო თამაშების პლატფორმა Roblox-ი Sony-ს თამაშების კონსოლებზე, PlayStation 4-სა და 5-ზე ჩაეშვება, - ამის შესახებ BBC იტყობინება.

მედიის ცნობით Roblox-ს ყოველდღიურად 60 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ის  ახალ პლატფორმებზე ოქტომბრიდან გამოჩნდება. გარდა ამისა, კომპანიის თქმით, თამაში მალე Meta-ს ვირტუალური რეალობის პლატფორმა Quest-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.

Roblox-ის გადმოწერა ამ დრომდე მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებსა და მობილურებში, ასევე Microsoft Xbox-ზე იყო შესაძლებელი. 

ეს გადაწყვეტილება თამაშის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის. დაზუსტებით შეუძლებელია თამაშის მასშტაბებზე საუბარი, თუმცა 2020 წელს კომპანიამ Bloomberg-თან განაცხადა, რომ აშშ-ში 9-დან 12-წლამდე ბავშვთა ⅔ სწორედ მათი პლატფორმით სარგებლობს. ბრიტანეთში ჩატარებულმა 400 000 ბავშვის გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ მათი 67% Roblox-ს თამაშობს, რითაც კომპანია ბევრად უსწრებს მთავარ კონკურენტს Minecraft-ს, რომლითაც ბრიტანელი ბავშვების მხოლოდ 23% დაინტერესდა.

Roblox ბავშვებს საშუალებას აძლევს, საკუთარი თამაშის დიზაინი შექმნან და ამით თავიანთი კრეატიული შესაძლებლობები განივითარონ, თუმცა თამაშის პოპულარობამ და ბავშვებისათვის ხელმისაწვდომობამ მშობლებში შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვებიც გააჩინა. ბრიტანეთის სუიციდის პრევენციის ცხელი ხაზის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ბავშვთა მიმართვიანობა Roblox-ის გამო 5-ჯერ გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები