„პორშე ცენტრი თბილისმა“ Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა. გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით პორშეს ყველა წარმომადგენლობაში ერთდროულად დაიწყო. გერმანელი მწარმოებლის სრულად განახლებულ Porsche Cayenne-ის პრეზენტაციას თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა. დარბაზში შეკრებილ სტუმრებს ახალი მოდელის შესაძლებლობები Tegeta Cars-ის დირექტორმა გააცნო. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ საქართველოში პორშეს ოფიციალური წარმომადგენელია. Cayenne-ის ახალმა თაობამ უამრავი ცვლილება განიცადა, ავტომობილის 75% პროცენტი გაახლებულია და მეტიც უამრავი რამ არის სრულიად ახალი. რაც მთავარია სიახლე „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმშიც ხელმისაწვდომია.