მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Porsche Cayenne-ის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე - ახალი თაობის მოდელი თბილისის ოპერის სცენიდან წარადგინეს

BM.GE
28.07.23 11:07
78
პორშე ცენტრი თბილისმა“ Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი თიბისია. გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით პორშეს ყველა წარმომადგენლობაში ერთდროულად დაიწყო. გერმანელი მწარმოებლის სრულად განახლებულ Porsche Cayenne-ის პრეზენტაციას თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა. დარბაზში შეკრებილ სტუმრებს ახალი მოდელის შესაძლებლობები Tegeta Cars-ის დირექტორმა გააცნო. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ საქართველოში პორშეს ოფიციალური წარმომადგენელია. განახლებული Porsche Cayenne, რომლის გაყიდვები, მსოფლიოსთან ერთად, „პორშე ცენტრი თბილისშიც“ დაიწყო, ახალი დიზაინითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა. 

ცვლილებები მოიცავს ამძრავებს, სავალ ნაწილს, დიზაინსა და კომპლექტაციას. კიდევ უფრო გაიზარდა და კომფორტული გახდა ავტომობილის შესაძლებლობები ქალაქის გზებსა თუ უგზოობაზე. პრემიუმ კლასის სპორტქარი აღჭურვილია მაღალი გაფართოების HD-Matrix-LED ფარებით, რაც ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურ განათებას უზრუნველყოფს. პირველად სწორედ ახალ კაიენში გამოჩნდა მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის განკუთვნილი გასართობ-საინფორმაციო სისტემა ვიდეოსტრიმინგის ფუნქციით. 

გარდა ამისა, პორშემ ახალ კაიენში მაჩვენებელთა დაფის, ხელსაწყოთა პანელის, ეკრანისა და მისი მომსახურების სრულიად ახალი, ინოვაციური კონცეფცია წარმოადგინა, რომელსაც Porsche Driver Experience ეწოდება. ახალი კაიენის მფლობელების განკარგულებაში იქნება ასევე გაუმჯობესებული ასისტენტ სისტემების საკმაოდ დიდი არჩევანი.
 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები