მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Porsche და Nike შარაპოვასთან თანამშრომლობას განაახლებენ

57f4e115054be
BM.GE
05.10.16 15:14
1567
დოპინგის სკანდალის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Porsche და Nike რუს ჩოგბურთელთან მარია შარაპოვასთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიირეს. დისკვალიფიკაციის ამოწურვის შემდეგ, გერმანიის ავტომობილის მწარმოებელი Porsche და  სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოაებელი ამერიკული კომპანია Nike ჩოგბურთელთან თანამშრომლობას განაახლებენ. თანამშორმლობის შესახებ ხელშეკრულებებს კომპანიები უახლოეს დღეებში გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) შარაპოვას სპორტიდან დისკვალიფიკაციის ორწლიანი ვადა 15 თვემდე შეამცირა. განაჩენში აღნიშნულია, რომ ჩოგბურთელი „მილდრონატს“ თერაპიული მკურნალობის მიზნით იღებდა, მეორე მხრივ, ეს პრეპარატი საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ აკრძალული წამლების სიაში 2 თვის წინ შეიტანა. სასამართლომ ასევე ჩოგბურთელის საჯარო აღიარება გაითვალისწინა. შარაპოვა პრეპარატს წლების განმავლობაში მოიხმარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები