ავტომწარმოებელი Porsche დროებით შეაჩერებს ახალი მანქანების გაყიდვას, სანამ ახალ სტანდარტებზე დაფუძნებულ ‘WLTP’ ტესტს გაივლის. ეს შეფერხება ევროკავშირის ქვეყნებში, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, ახალი ნორმების გამო მოხდა, ინფორმაციას Frankfurter Allgemeine Zeitung ავრცელებს.
მწარმოებლის ვებგვერდზე მოდელების Cayenne-ს და Panamera-ს შეკვეთა მომავალი წლის მარტამდე შეუძლებელია. ოფიციალურ საიტზე პორშეს შეძენის მსურველებს ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით მიეწოდებათ ინფორმაცია და ასევე ბრენდი მომხმარებელს ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლას სთავაზობს.

























