სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცა Porsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-ი საქართველოშია. გერმანული ავტოგიგანტის პირველი SUV ქართველ მომხმარებელს „პორშე ცენტრი თბილისმა“ ისტორიულ სივრცეში წარუდგინა. კომპანიამ სტუმრებს ავანგარდული არქიტექტურით გამორჩეულ, ცნობილ, ძველი ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე უმასპინძლა. ახალი Macan-ი 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. Taycan-ის შემდეგ ეს Porsche-ს მეორე ელექტრიფიცირებული ავტომობილია. როგორ ჩაიარა უახლესი ავტომობილის პრეზენტაციამ?