მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტუგალიაში 18 წლამდე მოგზაურები კარანტინისგან თავისუფლდებიან

60dc018144209
თათია კაკიაშვილი
30.06.21 10:45
614

პორტუგალიაში მოგზაურობის მსურველ 18 წლამდე პირებს, რომლებიც ქვეყანას სრულად აცრილ მშობლებთან ან მეურვეებთან ერთად ესტუმრებიან, საკარანტინო რეჟიმში ყოფნა არ მოუწევთ. ამის შესახებ BBC პორტუგალიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს. 

ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციების თანახმად, პორტუგალიაში ჩასულ ზრდასრულებს 14-დღიან კარანტინში ყოფნა უწევთ, თუკი COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრილები არ არიან, ხოლო 12 წლის ზემოთ ბავშვებს ქვეყანაში შესასვლელად მხოლოდ COVID-უარყოფითი ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ - PCR ტესტი პორტუგალიაში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება მათ, ვინც პორტუგალიის შემდეგ დიდ ბრიტანეთში წასვლას გადაწყვეტს, სახლებში სავალდებულო 10-დღიანი კარანტინი მაინც მოუწევთ. მოგზაურებისთვის განსხვავებული წესები მოქმედებს მადეირაში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ე.წ. „მწვანე სიას“ დღეიდან დაემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები