პოსტ-კრიზისულ პერიოდში RSM Georgia Solutions-მა გადაწყვიტა ხელი შეუწყოს ლოკალური ბიზნესების სწრაფ განვითარებას და მათ სთავაზობს 30%-მდე ფასდაკლებას SAP Business One-ის ლიცენზიებსა და დამატებით სერვისებზე.
RSM-ი SAP-ის პირველი სერტიფიცირებული პარტნიორია საქართველოში. კომპანია წარმატებით ასრულებს პროექტებს ინდუსტრიული ექპერტიზის საფუძველზე და იძენს საერთაშორისო პარტნიორებს. კომპანიამ SAP-ისგან დაიმსახურა არაერთი ჯილდო და 2016 წლიდან ყოველწლიურად იღებს ნომინაციას „ყველაზე მეტი ახალი კლიენტი“ საქართველოს, უკრაინისა და დსთ-ს რეგიონებში.
პოსტ-კრიზისული პროცესების გასამკლავებლად RSM-ი კომპანიებს სთავაზობს მოქნილი ფასდაკლების სისტემას:
• 30%-მდე ფასდაკლებას SAP Business One-ის ლიცენზიებზე
• 20% ფასდაკლებას ქასთამიზაციასა და დეველოპმენტის სამუშაოებზე
• 15% ფასდაკლება მხარდაჭერისა და განახლების მომსახურებაზე ერთი წლის განმავლობაში
ასევე, დანერგვის პროექტის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს:
• დანერგვის მანძილზე განახლებისა და მხარდაჭერის მომსახურების გაწევას
• ანალიტიკის თანამედროვე ხელსაწყო BI-სთან ინტეგრაციას
• ლოკალიზაციის პაკეტის დანერგვას
• RSM-ის მიერ SAP Business One-ზე შემუშავებული Add-on-ების გამოყენებას
SAP Business One-ის სისტემის ფინანსური ანგარიშგება დაფუძნებულია IFRS-ის სტანდარტებზე. #1 ERP გადაწყვეტილებაში ხდება ბიზნეს პროცესების ასახვა და ანალიტიკა, რაც მოიცავს: Back-Office-ის ყველა ძირითად ბიზნეს პროცესს, ინტეგრაციას სხვადასხვა გარე სისტემასთან, რაც საშუალებას იძლევა მთელი ბიზნეს ციკლი ერთიან სისტემაში გაერთიანდეს. საერთო ჯამში, ფართო ფუნქციონალის მქონე ERP გადაწყვეტილება და მარტივი მართვა ორგანიზაციას აძლევს საშულებას ეფექტურად მართოს და აკონტროლოს ბიზნესი ყველა ჭრილში. SAP Business One-ს გააჩნია მუდმივი განახლებები და გრძელვადიანი განვითარების გზა, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას განვითარდეს პროდუქტთან ერთად.
ასევე, RSM-ის მიერ შექმნილი ლოკალიზაციის პაკეტი უზრუნველყოფს სისტემის ქართულ ინტერფეისს, შემოსავლების სამსახურთან ორმხრივ ინტეგრაციასა და ბანკების ინტერნეტ პორტალებთან კავშირს, რისი საშუალებითაც მთლიანი სამუშაო გარემო უფრო მოქნილი ხდება.
კომპანიებს ფასდაკლების პაკეტით სარგებლობისთვის შეუძლიათ შეავსონ მარტივი ონლაინ ფორმა RSM-ის ვებ-გვერდზე: https://bit.ly/2U4x8Xy
(NS)

























