საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Povaddo-მ დღეს საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან, და თამბაქოს ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1000-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო.
კვლევის შედეგების თანახმად, რესპოდენტთა ნახევარზე მეტი (53%) მიიჩნევს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უარესდება. აღნიშნული მოსაზრება ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში (18-39 წლამდე) მეტად გავრცელებულია რესპოდენტთა 60+ ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით (60% და 42%, შესაბამისად).
მწეველობისა და თამბაქოს საკითხთან მიმართებით, რესპოდენტთა უმრავლესობა (58%) არ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში.
- ეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს იმ რესპოდენტთა შორის, რომლებმაც იციან „თამბაქოზე თავის დანებების ცხელი ხაზის“ შესახებ (54%). დაახლოებით ყოველი მესამე (35%) ამბობს, რომ „თამბაქოზე თავის დანებების ცხელი ხაზი“ ეფექტურია, მაშინ როდესაც, 41% არაეფექტურად მიიჩნევს, ხოლო დანარჩენმა (24%) არ იცის მისი ეფექტურობის შესახებ.
- გარდა ამისა, რესპოდენტთა უმეტესობა (65%) მიიჩნევს, რომ თამბაქოს უკვამლო პროდუქტების მიმართ დაწესებული ამკრძალავი და შემზღუდავი ღონისძიებები არაეფექტურია.
კონცეპტუალურად, რესპოდენტები თანხმდებიან, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია ზიანის შემცირების ღონისძიებებით. კერძოდ, გამოკითხულთა 81% ეთანხმება ამ განცხადებას: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა შესაძლებელია გაუმჯობესდეს პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელებით, რომელიც ხელს უწყობს ისეთი მავნე ჩვევების ზემოქმედების შემცირებას, რომელ ჩვევებზეც ადამიანები სრულად ვერ ამბობენ უარს.“ მოწევა მავნე ქცევის ერთ-ერთი ძირითადი მაგალითია.
კვლევის შედეგად გამოვლენილი განწყობები მხარს უჭერს თამბაქოს ზიანის შემცირების ისეთ მიდგომას, როგორიცაა ზრდასრული მწეველების წახალისება, სიგარეტიდან გადაერთონ ნაკლები რისკის შემცველ უკვამლო ალტერნატიულ პროდუქტებზე. მაგალითად, ათიდან შვიდი რესპოდენტი (70%) ეთანხმება, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, ზრდასრული მწეველები, რომლებიც თავს არ ანებებენ მოწევას, გადაერთონ ნაკლები რისკის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე. გარდა ამისა, რესპოდენტები მხარს უჭერენ უკვამლო ალტერნატივების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ამ პროდუქტების სიგარეტისგან განსხვავებულად დაბეგვრასა და რეგულირებას, რათა ზრდასრულ მწეველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სიგარეტიდან ალტერნატიულ პროდუქტებზე გადაერთონ.
- რესპოდენტების 74% მიიჩნევს, რომ „ზრდასრულ მწეველებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ზუსტ, მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ უკვამლო ალტერნატივები ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე მოწევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არის რისკისგან სრულიად თავისუფალი.”
- რესპოდენტების 60% ეთანხმება, რომ „თუ მეცნიერულად მტკიცდება, რომ სიგარეტის ალტერნატიული პროდუქტები ნაკლებ რისკს შეიცავს, ვიდრე სიგარეტი, ეს პროდუქტები განსხვავებული რეგულაციისა და დაბეგვრის სისტემის ქვეშ უნდა მოექცეს, რათა ზრდასრულ მწეველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ტრადიციული სიგარეტი ალტერნატიული უკვამლო პროდუქტებით ჩაანაცვლონ.”
“გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ზიანის შემცირების მიდგომას მხარს უჭერს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ყოველი სამი გამოკითხული ოთხიდან, რათა მოხდეს მწეველების უფრო ნაკლები რისკის შემცველ ალტერნატივებზე გადასვლა. ასევე მნიშვნელოვანი მიგნებაა ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა, რათა მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლონ ამ ალტერნატიულ პროდუქტებთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, გადაწყვეტილების მიმღებებმა ამ კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ინფორმაცია, რომ ზიანის შემცირების მიდგომას მხარს უჭერს საზოგადოების საკმაოდ ფართო ნაწილი და აქ საუბარი არაა მხოლოდ მწეველებზე, არამედ მთლიან საზოგადოებაზე, სადაც მკაფიო მხარდაჭერაა ზიანის შემცირების მიდგომებთან მიმართებით,”- აღნიშნავს კომპანია Povaddo-ს პრეზიდენტი უილიამ სტიუარტი.
“როგორც აღინიშნა, სიგარეტი არის ყველაზე მავნებელი გზა, რომლითაც ადამიანს ნიკოტინის მიღება შეუძლია. არსებობს სიგარეტის მეცნიერულად დასაბუთებული ალტერნატივები და თუკი გლობალურ მაჩვენებლებს შევხედავთ დავინახავთ რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. თუკი კვლევას შევხედავთ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა თამბაქოს კონტროლის კანონის მიღების შემდეგ, ეს მოიცავს კვამლისგან თავისუფალი სივრცეების შექმნას, თამბაქოს შეფუთვის სტანდარტიზაციას. თუმცა, ეს საკმარისი არაა იმისთვის რათა სიგარეტის მწეველთა რაოდენობის ფართომასშტაბიანი შემცირება მოხდეს. ვფიქრობ საქართველოს შეუძლია სიგარეტის მოხმარების შემცირების მნიშვნელოვანი დაჩქარება, რისთვისაც მაგალითს წარმოადგენს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ეს შეძლეს სიგარეტის სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის ალტერნატივების თაობაზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით, ამას აჩვენებს მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება. საზოგადოებრივი აზრის კვლევა კი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების მხრიდან არსებობს მოთხოვნა ზიანის შემცირების მხრივ ქვემდითი ნაბიჯების გადადგმაზე,”- აღნიშნავს ფილიპ მორის კავკასიის რეგიონული დირექტორი იური გორდოკი.
კვლევის შესახებ
ფილიპ მორის ინთერნეიშენალის (PMI) დაკვეთით აშშ-ში დაფუძნებულმა საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია, Povaddo-მ საქართველოში განახორციელა კვლევა n=1,000 სრულწლოვანი ადამიანის მონაწილეობით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართ განწყობებზე, რომელმაც მოიცვა მოწევასთან და თამბაქოს ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები. 2024 წლის 13-27 სექტემბერს, საქართველოში დაფუძნებულმა ორგანიზაცია ACTR-მა ჩაატარა საველე სამუშაოები, პირისპირ ინტერვიუები საქართველოს მასშტაბით კონტროლირებადი ტერიტორიის ყველა რეგიონში. თითოეული რეგიონისთვის შერჩევის ზომა განისაზღვრა შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პროპორციულად და მონაცემები შეიწონა საქსტატის 2014 წლის მოსახლეობის აღწერის დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით (ასაკი და სქესი). 95%-იანი სანდოობის პირობებში ცდომილება შეადგენს 3.1%-ს.




























