მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

POWERCHINA/Sinohydro საქართველოში კიდევ ერთი გზის რეკონსტრუქციაზე იმუშავებს

5f6d9ef57f53a
ინგა მურუსიძე
25.09.20 11:50
1378
საერთაშორისო ტენდერის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს კომპანია POWERCHINA/Sinohydro შეასრულებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, პროექტზე, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია იმუშავებს.

„POWERCHINA (ფაუერჩაინა) 2020 წელს იკავებს 157-ე ადგილს Fortune Global 500-ის რეიტინგში. გარდა ამისა, ამავე წელს, კომპანიამ 150 დიზაინერულ ფირმას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალური საწარმოების, სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრაციის კომისიის მიერ POWERCHINA ექვსი წლის განმავლობაში სახელდებოდა ა კლასის მეწარმედ. კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში, ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს როგორც ჩინეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია POWERCHINA/Sinohydro საქართველოს მთავრობასთან 2009 წლიდან თანამშრომლობს და ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
მათი თქმით, ყველა პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქართველი სპეციალისტები.

ინფორმაციისთვის, Powerchina (ფაუერჩაინა) და მისი შვილობილი კომპანია Sinohydro (სინოჰიდრო) ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა ჩინეთში, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, „სინოჰიდრომ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოშიც, მათ შორის იყო რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2010 წელს; ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 1 აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2011-2013 წლებში; ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 2 აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2013-2018 წლებში; თბილისი-რუსთავის მაგისტრალი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2014-2016 წლებში და სამტრედია-გრიგოლეთის გზის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ ყველა აღნიშნული პროექტი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, დათქმულ დროში დაასრულა. ასევე, პანდემიის მიუხედავად, დათქმულ დროში ჩაბარდა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზაც, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები