მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ”- "უნისონი" "ალდაგს" პასუხობს

5f7df302205df
ანუკა ჯოხაძე
07.10.20 21:39
1755
სადაზღვევო კომპანია "უნისონის" მიმართვის საფუძველზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. "უნისონი" "ალდაგს" მომხმარებელთან საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავებოდა. უფრო კონკრეტულად საქმე ეხებოდა "ალდაგის" თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის მიმოწერას, რომელიც როგორც "ალდაგში" ამბობდნენ, მეგობრული ხასიათის იყო.

"უნისონის" წარმომადგენლები კი, რომლებიც იმავე პერიოდში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამავე მომხმარებელთან, ამტკიცებდნენ, რომ მიმოწერა, რომელიც ამ ორ პირს შორის შედგა, "უნისონის", როგორც კომპანიის საქმიან რეპუტაციას ზიანს აყენებდა.

5-თვიანი მოკვლევის შემდეგ კი პროცესი "უნისონის" სასარგებლოდ დასრულდა, კონკურენციის სააგენტომ აღნიშნულ საქმეში არასამართლიანი კონკურენციის ნიშნები გამოავლინა. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან კომპანია ალდაგში, სადაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომპანია "უნისონში" კი გვიხსნიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მოკვლევის პროცესში უარყოფდა იმას, რომ "ალდაგის" მხრიდან ხდებოდა "უნისონის" რეპუტაციის შელახვა და ამბობდა, რომ "ალდაგის" თანამშრომელთან მხოლოდ მეგობრული მიმოწერა ჰქონდა, "უნისონში" ამ ფაქტს მაინც უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ამ ორ პირს შორის საქმიანი მიმოწერა იყო, რითაც დასტურდებოდა "უნისონის" რეპუტაციის შელახვის ფაქტი.

კომპანიისთვის ცნობილია ისიც, რომ "ალდაგი" გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა "უნისონი" პოზიციის შევცლას არ აპირებს.

“მიმოწერისას იყო ისეთი დეტალები, რომელსაც ჩვეულებრივად საქმიანი მხარეები ათანხმებენ ერთმანეთთან. ეს არის წინა ხელშეკრულები პირობები, რომელიც უნდა შეთანხმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება. შესაბამისად ვერანაირად ვერ ჩაითვლება ეს მიმოწერა მეგობრულ მიმოწერად. მართალია თვითონ მხარემაც, (კლიენტმა) დაადასტურა რომ ეს მიმოწერა იყო მეგობრული ხასიათის, თუმცა თავად ელექტრონული მიმოწერიდან დადგინდა, რომ არ არის მეგობრული ურთიერთობა, იმიტომ რომ საუბარია კონკრეტულ ხელშეკრულების პირობებზე. იმ შემთხვევაში თუ კი გაასაჩივრებს "ალდაგი" მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენ ისევ ჩვენს პოზიციაზე დავრჩებით”, - განაცხადა “უნისონის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ლელა ქველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები