მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Prada-მ Versace $1.4 მილიარდად შეიძინა

prada
07.12.25 19:53
1197

Prada-მ იტალიური Versace ოფიციალურად შეიძინა, რაშიც $1.4 მილიარდი გადაიხადა. ეს გარიგება კომპანიის 112-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა.

Prada-სთან ერთად, გარიგება მნიშვნელოვანია თავად Versace-სთვის, რომელიც ამერიკულ Capri Holdings-ში გატარებული რამდენიმეწლიანი პერიოდის შემდეგ, სამშობლოს უბრუნდება. საინტერესოა, რომ თავად Capri-მ იტალიურ კომპანიაში $1.8 მილიარდი გადაიხადა, ანუ ჰოლდინგმა, გარკვეულწილად, იზარალა.

Prada Group-ის აქტივებს შორის 26 ქარხანას ვხვდებით, რომლებშიც კომპანია 15,200-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. ჯგუფში შემავალი ბრენდების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

როგორც ცნობილია, Versace-ს თავმჯდომარე Prada-ს ამჟამინდელი დირექტორი, ლორენცო ბერტელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები