პრაღაში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სროლა იყო. ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაღუპულები.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი "ლიკვიდირებულია" და შენობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ჩარლზის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე მოხდა.
"უცებ გავიგე სროლის ხმა", - განუცხადა ჩეხურ საინფორმაციო გამოშვებას Dnes-ს მოწმემ, რომელმაც თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღის ძველ ქალაქში, ისტორიული ჩარლზის ხიდიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.