მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრაქტიკულად ყველა მეწარმემ აღნიშნა, რომ წარმოების, ასევე სერვისის მიწოდების ნაწილში პროფესიონალების ნაკლებობაა"

57c5897458178
BM.GE
30.08.16 17:25
1176
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიული ინვესტიციით აშენებული ლოგისტიკური ცენტრის „გებრუდერ ვაისის“ ტერიტორიაზე გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ პირველი პირებისგან მიეღოთ პასუხები შეკითხვებზე, რომელიც მათ გააჩნდათ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თაობაზე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც იმპორტ-ექსპორტის, ასევე წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, შეხვედრაზე დასახელებული ყველა მნიშვნელოვან იდეას სათანადო ყურადღება მიექცევა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ცოდნისა და კვალიფიკაციის დეფიციტია. ამდენად, მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის დუალური განათლების ნაწილი აუცილებლად წარმატებული უნდა იყოს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, „შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა მეწარმემ აღნიშნა, რომ როგორც წარმოების, ისე სერვისის მიწოდების ნაწილში პროფესიონალების ნაკლებობაა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანია“.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სექტემბერში დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თანაორგანიზატორი სავაჭრო-სამრეწველო პალატა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები