მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

5b86895e28db2
BM.GE
29.08.18 15:36
543
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც ერთობლივად ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე - იმ ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ. ეს კი საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მთავარ მიზანზე - რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები