მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერ-მინისტრი: დროა ვენდოთ ქართველ ინჟინრებს

5ab7a45958a71
BM.GE
25.03.18 17:25
1803
"საქართველო არის პროგრესის და სინერგიის ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში ახალი სასტუმროს გახსნისას განაცხადა. პრემიერმა კერძო სექტორს სასტუმროების მშენებლობისას ქართველი კადრების გამოყენებაც ურჩია:

„ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯერ-ერთი ჩვენი ქვეყანა 8 000-წლოვანი მეღვინეობის ქვეყანაა, მეღვინეობის სამშობლო, ყველაზე ძველი ტრადიციის ქვეყანა და მეორეს მხრივ, სოლარული ენერგიის სისტემა ანუ მზის ბატარეების სისტემა ამ სასტუმროში შექმნილი და დამონტაჟებულია ქართველი ინჟინრების მიერ. მინდა, მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს და ინვესტორს, რომელიც საქართველოში ააშენებს ახალ ლამაზ სასტუმროს, რომ ენდონ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერებს მსოფლიოში - საქართველოს ინოვატორებს და მეცნიერებს, რომელთაც შეუძლიათ აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი, ყველაზე თანამედროვე სისტემების შექმნა“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები