მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე
14.03.24 13:35
488

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე; განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

უწყების ცნობით, ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით. საუბრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები