მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2027 წელსაც დავრჩები” - სტარმერი

სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ თანამდებობაზე დარჩენას 2027 წლის ბოლომდე ვარაუდობს. ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ განვლილი 2025 წელი მისთვის რთული იყო, თუმცა აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ მას მკაფიო 5-წლიანი მანდატი მიანიჭა. შესაბამისად, სამართლებრივად მისი გადადგომის წინაპირობა არ არსებობს.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში სტარმერმა აღნიშნა, რომ წელს ჩანიშნულ ადგილობრივი არჩევნები მისი მმართველობისადმი საზოგადოებრივი განწყობის განმსაზღვრელად ვერ გამოდგება, რადგან მიმდინარე რეფორმები გრძელვადიან მუშაობას საჭიროებს და მათი შედეგი ხელშესახები 1-2 წელიწადში ვერ იქნება.

ინტერვიუს მსვლელობისას სტარმერმა ამჟამად ოპოზიციაში მყოფი კონსერვატიული პარტია და მისი ექს-პრემიერებიც გააკრიტიკა. ქვეყნის პირველი მინისტრის შეფასებით, კონსერვატორებისთვის სახასიათო სამთავრობო კაბინეტების მუდმივმა ცვლილებებმა ქვეყანას მეტი ქაოსი მოუტანა და პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მკვეთრად შეამცირა. სტარმერის შეფასებით, თუ ლეიბორისტული პარტია იგივე გზას აირჩევს და მოქალაქეების დროებითი უკმაყოფილების გამო მინისტრთან კაბინეტების ცვლას დაიწყებს, ეს პარტიას კონსერვატორების მდგომარეობაში ჩააგდებს.

განმარტებისთვის, დევიდ კამერონის, ტერეზა მეის, ბორის ჯონსონის, ლიზ ტრასისა და რიში სუნაკის პარტიამ ქვეყანა ზედიზედ 14 წელი მართა. ყველაფერი კი 2024 წელს დასრულდა, როცა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით 20%-იანი ვარდნა განიცადა და 650 სკამისაგან შემდგარ პარლამენტში მხოლოდ 121 მანდატი მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები