პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მშპ-ის მინიმუმ 10-11% განათლების სექტორში უნდა იხარჯებოდეს.
„საქართველოს ვერასდროს ჩავაყენებთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების რიცხვში, თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არ განვახორციელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს განათლებაში და თუ ვერ გავხდით მას დომინანტს მთელს ეკონომიკაში“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ინვესტირება უნდა მოიცავდეს, როგორც - საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან დაფინანსებას.
„სწორედ ეს მოგვიტანს იმ წარმატებას, რომელზეც ვოცნებობთ. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, ეს არის აბსოლუტური პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის“, - დასძინა ბახტაძემ.

























