მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: 20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან

5d110a5a1c07c
თელარა გელანტია
24.06.19 21:34
1159
20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მძიმე იყო ქართული საზოგადოებისთვის ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ძალიან მძიმე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში. დაშავებულები არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პოლიციელები. დღეს მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან. ამასთან, მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ მსურს, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო ქართული მედიის მიმართ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები