მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: 2022 წელს ჩვენ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას შევძლებთ

5c52afbe94f49
BM.GE
31.01.19 13:12
948
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ 2022 წლისთვის ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა დასრულდება, თუმცა ბახტაძე ამბობს იმასაც, რომ საინჟინრო თვალსაზრისით აღნიშნული პროექტების სირთულეს მათ დროულად განხორციელებაზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს. 

"ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოში, როგორც 2019 წელს, ისევე როგორც მომდევნო წლებში, იქნება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. რა თქმა უნდა, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული და კომპლექსური," - ამბობს ბახტაძე.

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ზუსტად 2 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. 2018 წელს სამინისტრომ 1.66 მილიარდი დახარჯა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები