მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი აბიტურიენტებს: თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს

57760c6379e02
BM.GE
01.07.16 10:21
1401
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს.
 
"დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან.

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და წარმატება.

დარწმუნებული ვარ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს და საქართველოს თქვენი სახით განათლებული და საამაყო თაობა ეყოლება“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები