მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური სკოლები

5c5a97b034897
BM.GE
06.02.19 12:05
845

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების რეფორმაში მთავრობის პრიორიტეტი მასწავლებელი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი იქნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

"არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო; მოხდება სკოლების აშენება-რეაბილიტაცია. ჩვენ ამ მიმართულებით, წელს უკვე გავზარდეთ ბიუჯეტი 2,5-ჯერ. მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები