სწორედ მე ვიყავი “აზარტული თამაშების შესახებ კანონის” ინიციატორი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს და ყველაფერსხომ აქვს ჩარჩო, როდესაც მე მესაუბრებით ამაზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატლევან გოგიჩაიშვილის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ახლა პარლამენტში იხილება და ხაზი გაუსვა მისი დროულად მიღების მნიშვნელობას.
“მე ვიყავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ კანონის ინიციატორი, რომელიც ახლა იხილება პარლამენტში. მოვუწოდებ ყველას, ეს კანონი არის რაც შეიძლება დროულად მისაღები. ხომ აქვს ყველაფერს ჩარჩო, მე დამაბრალო მსგავსი რამ, ადამიანს, რომელმაცფინანთა მინისტრობისას გავაკეთე კანონპროექტიშ ინიცირება. მესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი 2020 წლის არჩევნებისთვისემზადება, მაგრამ საზოგადოება ყველაფერ უყურებს დ აყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























