აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ საწარმოებს გახსნიან,- საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, შესაბამისი შეთანხმება მისი ბაქოში ვიზიტის შემდეგ მიღებულია.
„შევთანხმდით, რომ შესაბამისი უწყებები განიხილავენ და ჩამოაყალიბებენ ერთოვლივ საწარმოებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ევროპასთან გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად და გავზარდოთ ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით“,- აცხადებს ბახტაძე.