მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლის გაღრმავებასაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უწყობს ხელს.
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.
საქართველოს პრემიერმინისტრისა და Bank of China Group-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და Bank of China-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ბანკის წარმომადგენელმა ლინ შენგიანგმა მოაწერეს, საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა "ვაჭრობა და ინვესტიციები".
ვიზიტის ფარგლებში მთავრობასთან ერთად საქართველოს კერძო სექტორიც არის წარმოდგენილი. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე გაიხსნება ქართული პავილიონი, რომელზეც 53 ქართული კომპანია იქნეება წარმოდგენილი.