გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმში მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
როგორც პრემიერის პრესსამსახურში bm.ge-ს განუცხადეს, ბიზნესფორუმს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და ასევე ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც დაესწრება.

























