მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვაზე: ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს

5c9cd75c1032a
BM.GE
28.03.19 18:08
491
ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და არაფერია დამალული.

„რაც შეეხება ბინის გაქურდვას, აქაც თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო და თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები