მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: ერთიანი ფრონტოფისის მეშვეობით იურიდიულ პირებს აღარ მოუწევთ სამინისტროებში ხეტიალი სხვადასხვა მომსახურების მისაღებად

5814df481f085
BM.GE
29.10.16 21:34
1125
სერვისზე ორიენტირებული ხელისუფლება გულისხმობს ბიზნესსახლების კონცეფციის განვითარებას, რომ ერთიანი ფრონტოფისით მთავრობა მოემსახუროს არამხოლოდ ფიზიკურ პირებს, როგორც დღეს ემსახურება იუსტიციის სახლის მეშვეობით, არამედ იურიდიულ პირებსაც, რომ მათ არ მოუწიოთ სამინისტროებში ხეტიალი სხვადასხვა მომსახურების მისაღებად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების ერთი ნაწილი ქვეყნის მმართცველობითი სისტემის შეცვლას გულისხმობს, რომელიც მომსახურებაზე ორიენტირუბული მთავრობის შექმნასა და ქვეყნის მართვაში რეგიონების მეტ ჩართულობას ითვალისწინებს.

„ქვეყნის მმართველობითი სისტემის შეცვლა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, აქ არის ორი მიმართულება, ეს არის სერვისზე, მომსახურებაზე ორიენტირებული მთავრობა და ჩართულობითი მმართველობა. ანუ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რეგიონები ჩავრთოთ მართვაში და სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი ჩავრთოთ ქვეყნის მართვაში. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია. სერვისზე ორიენტირებული ხელისუფლება გულისხმობს ბიზნესსახლების კონცეფციის განვითარებას, რომ ერთიანი ფრონტოფისით მთავრობა მოემსახუროს არამხოლოდ ფიზიკურ პირებს, როგორც დღეს ემსახურება იუსტიციის სახლის მეშვეობით, არამედ იურიდიულ პირებსაც, რომ მათ არ მოუწიოთ სამინისტროებში ხეტიალი სხვადასხვა მომსახურების მისაღებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი რეფორმა, რომელიც მთლიანად შეცვლის მმართველობის სტილს“,- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები