პრემიერი ფანტასტიკური კაცია, ძალიან მომწონს,- ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი „ანალიტიკასთან“ საუბრისას აცხადებს.
ICC-ის ხელმძღვანელი მის მიერ საქართველოს პრემიერისთვის მიწერილი ღია წერილის დეტალებზე საუბრობს.
კითხვაზე, რატომ მისწერა წერილი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელშიც მთავარი აქცენტი მაინც ბიძინა ივანიშვილზეა, ფადი ასლი განმარტავს:
„(საქართველოს პრემიერმინისტრი)კარგი ტექნოკრატია, ღიაა, განათლებულია, სიახლის სწავლა უნდა და განვითარებაზე ორიენტირებულია - სხვა კარგი მინისტრებიც გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ ისინი არაფერს წყვეტენ. გადაწყვეტილების მიმღები ბატონი ივანიშვილია. სწორედ ის არის დღეს მთავარი წინაღობა ბიზნესის განვითარებისთვის“,- აცხადებს ფადი ასლი.

























