მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე: "ამოსავალი წერტილი ეროვნული ინტერესებია"

5c63f08988255
დავით ჯალაღონია
13.02.19 14:23
829
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, „გაზპრომ-ექსპორტთან“ ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს მოკლე ვადაში დაასრულებს.  ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს. დაველოდოთ მის შედეგებს. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მოკლე ვადაში დასრულდება. რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში და რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ბახტაძემ, თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა პირობებს აყენებს ამ მოლაპარაკების პროცესში ქართული მხარე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა.

2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. სწორედ აღნიშნულ კონტაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები