მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი გიორგი ქობულიაზე: განცდა მრჩება, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი

5cde6856a119a
BM.GE
17.05.19 11:51
895
საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპანიებში არის კორუფციის ფაქტები.

"მე გავაკეთე მის გამონათქვამებზე არაერთი კომენტარი. მე სამწუხაროდ, განცდა მრჩება, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი. ზოგადად, ჩვენ მართვაში, მათ შორის, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრები და ბოლო თვის, ბოლო კვარტლების შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება ბოლო მთავრობის სხდომას, სადაც მე კონკრეტული სტატისტიკა მოვიტანე, ეს არის სწორედ ყველაზე მყარი არგუმენტი. რაც შეეხება ლაპარაკს, ჯობია, ყველამ მოიტანოს კონკრეტული მაგალითი. მე შემიძლია შეგპირდეთ ერთი რამ, რომ როდესაც იქნება კონკრეტული ფაქტი, რომ ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე, გარეულია კორუფციაში, ჩვენ და კანონი, იქნება ძალიან მკაცრი. ამის პირობა შემიძლია მივცე ყველას და ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების სულისკვეთება", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები