„ის, რაც მოხდა ეს არ იყო შსს-ს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი“-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერი 20 ივნისის ღამეს მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მის “აგრესიულ ჯგუფს” აკისრებს.
„ის, რაც მოხდა ეს არ იყო შსს-ს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, დაიცვან წესრიგი ქვეყანაში, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები.
შედეგი არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ და ადამიანების ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი არ დგას. პასუხისმგებლობა ეკისრება ამ შედეგებზე მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი,“-განაცხადა პრემიერმა.

























