პრემიერი ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთ ფაქტორად ორი ბანკის შერწყმას ასახელებს. როგორც პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"ის ფაქტორები, რაც ლარზე მოქმედებს დღეს ამოწურულია. ლარის კურსთან დაკავშირებით საფუძველი, რომ ჩვენ გვქოდეს მოლოდინი მნიშვნელოვანი გაუფასურების, არ არსებობს. ჩვენი საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები ძალიან ჯანსაღია. ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩვენს კურსზე მოქმედებს ამოწურულია. არანაირ მნიშველოვან რყევებს არ უნდა ველოდოთ. იყო დროებითი ფაქტორები, რაც ამოწურულია. მაგალითად იყო ერთ-ერთი ბაკის შერწყმა მეორე ბანკთან, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო. იყო სხვა ფაქტორებიც. ჩვენს მეზობლებში იყო გაუფასურება . ამან იმპორტირებული საქონლის გაიაფება გამოიწვია. ჩვენ მივიღეთ ექსპორტიებული საქონლის გაიაფებას. რაოდენებრივად ჩვენი ექსპორტი გაზრდილია, ფულად გამოხატულებაში კი შემცირებულია",- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში თიბისი ბანკმა ბანკი რესპუბლიკა შეიძინა, ტრანზაქციის მოცულობამ 100 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე თიბისი გახდა პროგრეს ბანკის პასივებისა და აქტივების ნაწილის მფლობელიც.

























