მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი ლარის მერყეობის გამო, ბიზნესისგან წამოსულ პრეტენზიებს პასუხობს

5ce6bfcd0b3aa
ლიკა გურაბანიძე
23.05.19 19:43
1013
პრემიერ-მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბიზნესისთვის შექმნილ პრობლემებს პასუხობს.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიზნესმენებმა ბიუჯეტი სწორად უნდ დაგეგმონ.

"ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ორიენტირი ჰქონდეს, რომ კონკრეტული გეგმა გააკეთოს და მისი ბიზნეს საქმიანობა დაგეგმოს. შესაბამისად, ნებისმიერი ბიზნესი სხვადასხვა ორიენტირით სარგებლობს, მათ შორის როგორიც არის საშუალო წლიური ლარის კურსი ან ნებისმიერი სხვა პარამეტრი.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბიზნესის არგუმენტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ბიზნეს გეგმა სამ დღეზე არ კეთდება. თუ ვიღაცის არგუმენტი არის ის, რომ სამი და ოთხი დღით ხელმძღვანელობს თავისი ერთწლიანი ბიუჯეტის შედგენისას, რამდენიმე წლიანი სტრატეგიის დაგეგმვისას, მგონი ეს არასწორად გავიგეთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დაახლოებით, 1 თეთრით გაუფასურდა და აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითმა კურსმა 2.776 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები