მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად კორუფციის აღმოფხვრას ასახელებს

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებით და ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრით არის განპირობებული. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა ამ მიმართულებით. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ეხება ლოგისტიკას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, ენერგეტიკას, ტურიზმს, ბევრ სხვა სფეროს. რა თქმა უნდა, ამ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ეს წინსვლა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში სხვადასხვა მიმართულებით.

გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა იძლევა შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები