მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი-მეგრელებს: გპირდებით, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად შედგება

5ca8945c26108
BM.GE
06.04.19 15:57
683
მე გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მას არაერთი სპეკულაცია ესმის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

პრემიერმა მოსახლეობას პროექტის დასრულების პირობა მისცა.

„მე ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ გითხრათ, როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს - მე გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება. შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები