მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი მინისტრებს: გთხოვთ, ჩაბრძანდეთ მედია ოთახში და გააკეთოთ კომენტარები

5acf042cdf876
თელარა გელანტია
12.04.18 11:00
1922
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს სთხოვა, მედია ოთახში კომენტარები გააკეთონ.

პრემიერმა განცხადება მთავრობის დაწყებისას გააკეთა. “მე მინდა მინისტრებს ვთხოვო, რომ სხდომის შემდეგ ჩაბრძანდეთ და გააკეთოთ კომენტარები მედია ოთახში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე მიმდინარეობს, ჟურნალისტები კი ამავე შენობის მე-3 სართულზე მედია ოთახში იმყოფებიან. სხდომის დასრულების შემდეგ კი, ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე მინისტრების კომენტარებს ელოდებიან, მაგრამ ხშირად ჟურნალისტების მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრები მედია ოთახში არ ჩამოდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები