პრემიერ-მინისტრი გიროგი კვირიკაშვილი მოსახლეობას სთხოვს, რომ თამბაქოს კანონის ამოქმედებას გაგებით მოეკიდონ.
მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შს სამინისტროს მოუწოდა, რომ კანონის აღსრულებაზე ეფექტური კონტროლი განხორციელდეს.
“1 მაისიდან დაიწყო თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა არის 22%, ხოლო მსოფლიოში - 10%. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთერად ამცირებს თამბაქოს მოქმედებას. განსაკუთრებით ბიზნეს-სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ, მოვუწოდებ გაგებით მოეკიდონ ამას. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შს სამინისტროს, რომ ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე კონტროლი, მაგრამ როგორც შს სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მოქალაქეების მხრიდან გაგება იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.