პრემიერ-მინისტრის განცხადებით რამდენიმე სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ცვლილბები რამდენიმე სამინისტროს შეეხება.
„დაახლოებით 2-3 სამინისტროს შეეხება ცვლილებები. გვსურს შიდა ცვლილებებით მივაღწიოთ მეტ სისწრაფეს და დინამიურობას. დინამიკა იქნება კიდევ უფრო მაღალი. ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება ეკონომიკურ გუნდში. ეს იქნება კაბინეტი, რომელიც ძალიან მაღალ დინამიკას შექმნის ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

























