პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახრაძე ახალი, მწვანე ეკონომიკის სტრატეგიას აანონსებს. მისი თქმით, სტრატეგიის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაკეთდება.
"მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის არის აბსულუტური პრიორიტეტი. ეს საშუალებას მოგვცემს ახალ ხარისხობრივ დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. ევროპის ქვეყნების უმეტესობა სწორედ ასეთი ეკონომიკის მშენებლობის გზას დაადგა და ჩვენ გვაქვს უნიკალური პოტენციალი, რომ გავხდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა", - განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, ახალ სტრატეგიაზე მუშაობისას ორი ამოცანა იყო პრიორიტეტული, როგორ აღმოიფხვრას მძიმე შედეგები, რომელიც არის თბილისსა და საქართელოში და როგორ გადავიდეს ქვეყანა ახალ რელსებზე.
"სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში, გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს სჭირდება სასწრაფოდ გამოსწორება და პრინციული ნაბიჯების გადადგმა. მწვანე ეკონომიკა იქნება მნიშვნელოვანი მიმართულება და თბილისს ამაში აქვს მნიშვნელოვანი როლი", - აღნიშნა ბახტაძემ.
მისი თქმით, გადაწყვეტილია, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იქნება მიმართული ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, თბილისში შეიცვალოს ეკოსისტემა, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო სისტემასთან. პრემიერის შეფასებით, დღეს ეს სისტემა არაეფექტურია.

























