მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი-ოპოზიციონერ დეპუტატს: იმის ნაცვლად, რომ მოვისმინოთ კრიტიკა, დავინახეთ პოლიტიკური პერფორმანსი

5c94c104718b0
ლევან თაღიაშვილი
22.03.19 15:20
879
საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონში ლიდერის პოზიცია აქვს.

ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ კრიმონოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. 

„დავანებოთ თავი ქართულ სტატისტიკას და შევხედოთ საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემებს, იმედია, ეს მაინც იქნება თქვენთვის ვალიდური წყარო - Global Finance 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაშისაქართველოს რეგიონში ლიდერის პოზიცია აქვს და ის უსწრებს ევროპულ ქვეყნებს. ასევე, მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის, Numbeo-ს თანახმად, თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. 300-ზე მეტ ქალაქს შორის მე-15 ადგილზე ვართ. არავინ ამტკიცებს, რომ პრობლემები არ არის. იმის ნაცვლად, რომ მოვისმინოთ კრიტიკა და კონკრეტული პოზიცია, თუ რა არის გასაკეთებელი, კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკური პერფორმანსი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს.


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები