პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"ეს საკითხი რეკომენდაციის სახით, ჯერ კიდევ 2 წლის წინ იყო წამოჭრილი, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან და ჩვენ არაერთხელ გვქონია მისი განხილვა და წარმოჩენა, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო. მგონი კითხვის ნიშნებიც არ არსებობს, რომ ეს საკითხი უნდა გაკეთებულიყო. მთავარია რომ ეს გაკეთდეს ისე, რომ ბიზნესისთვის იყოს ნაკლებად მტკივნეული. შესაბამისად, ამოცანა ასე დგას, გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, მაგრამ ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად.
მინდა გითხრათ, რომ სხვა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, რომ მისი ასახვა ჩვენს ბიზნესზე არ მოხდეს ნეგატიურად", - განაცხადა ბახტაძემ.

























