მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი ოთო კახიძეს: თქვენს პერიოდში გახსოვთ საპროცენტო განაკვეთები რამდენი იყო?

5cf0ec4d620b8
ლიკა გურაბანიძე
31.05.19 12:55
1085
„ეს არ არის საბანკო რეგულაცია ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით“, - ამის შესახებ დღეს, პარლამეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გამოთქმული ინიციატივები შეახსენა.

„1.რომ დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700-800%-იანი სესხები საქართველოში.

2. ყოფილიყო მაქსიმალური ზღვარი ჯარიმებზე და საურავებზე.

3.შემოვიდა ზღვარი 200 ათას ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება და რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ საბანკო სექტორში პროდუქტი გაჩნდა 7%-იანი სესხი ლარში.“ - განაცხადა ბახტაძემ.

საუბრის ბოლოს, პრემიერ მინისტრმა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერს ოთარ კახიძეს კითხვით მიმართა.

„ბატონო ოთო (მიმართავს კახიძეს) თქვენს პერიოდში გახსოვთ საპროცენტო განაკვეთები რამდენი იყო? 21%-ი. კარგად გაიხსენეთ. 3-ჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთი.

რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ მეგობრებო არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები.“ - აღნიშნა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები