მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: ქართული მეღვინეობა და მევენახეობა არის ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველი

57501f74c0424
BM.GE
02.06.16 15:57
1332
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული მეღვინეობა და მევენახეობა არის ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY“-ს და შპს „გრუზვინპრომის“ ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
"სამი წლის განმავლობაში 6 ათასი ჰექტარი ვენახი გაშენდა დამატებით, 400 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი შევიდა ქართულ ოჯახებში მეღვინეობიდან და მევენახეობიდან. ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, უკვე გამოყოფილი გვაქვს რესურსი ქართული ღვინის რეალიზაციის დივერსიფიკაციისთვის, რათა გავიდეთ ახალ ბაზრებზე, რაც ამ მიმართულებით საქართველოს განვითარების საფუძველი იქნება. ქარხნის გახსნა არის ძალიან სასიხარულო მოვლენა, რაც, დარწმუნებული ვართ, იქნება ახალი წარმატებების საწინდარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები